Rooms Hotel Abastumani სანატორიუმ „არაზინდოს“ ადგილზე სავარაუდოდ, 2024 წელს გაიხსნება. 

„Rooms Abastumani უნიკალური კლიმატის მქონე საკურორტო ზონაში, ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს“ შენობაში მდებარეობს, რომელიც მისი თავდაპირველი გახსნიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2024 წელს ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, - აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.

„აჭარა ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმროში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

Rooms Abastumani-ს პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ 550 ათასი დოლარია და ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ჯგუფი $5.85 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო DFC-სგან, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Wings&Freeman Capital-ის მხარდაჭერით დაახლოებით $8.6 მილიონის გრძელვადიან სესხს აიღო.

სასტუმროში 76 ოთახთან ერთად რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.