მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა, იქ დასაქმებულთა რიცხვი კი გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების კონსოლიდირებული ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4 443 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4 264.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, მესამე კვარტლის მდგომარეობით, 34 მისო ოპერირებდა, ხოლო 2022 წლის ამავე საანგარიშო პერიოდში - 37.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩამონათვალს, რომლებიც წელს, მესამე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს:
- „კრისტალი“ - 982
- „რიკო ექსპრესი" – 668
- „სვის კაპიტალი" – 417
- „ლაზიკა კაპიტალი" – 361
- „კრედიტსერვისი+" – 336
- „ლიდერ კრედიტი" – 279
- „მიკრო ბიზნეს კაპიტალი" – 227
- „ინტელექსპრესი" – 216
- „სმარტ ფინანსი“ - 113
- „ევრო კრედიტი" – 111