გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში, - ამის შესახებ ირკვევა ტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით ნამუშევარი საათების ინდექსიდან. მონაცემები 2024 წლის მე-4 კვარტალს მოიცავს.
სამუშაოს ხანგრძლივობის წლიური ზრდა დარგების მიხედვით ასე გამოიყურება:
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - სამუშაოს ხანგრძლივოპბის 100.1%-იანი ზრდა.
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - სამუშაოს ხანგრძლივობის 73.7%-იანი ზრდა.
- ავტომობილებით და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და მათი რემონტი - სამუშაოს ხანგრძლივობის 50.4%-იანი ზრდა.
- საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - სამუშაოს ხანგრძლივობის 41%-იანი ზრდა.
- MIG ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება, ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობის, ბიჟუტერიის და მათთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება - 40.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - სამუშაოს ხანგრძლივობის 39.8%-იანი ზრდა.
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - სამუშაოს ხანგრძლივობის 38.4%-იანი ზრდა.
- საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - სამუშაოს ხანგრძლივობის 35.1%-იანი ზრდა.
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - სამუშაოს ხანგრძლივობის 32.8%-იანი ზრდა. ხანგრძლივობა.