როგორ ვაქციოთ ბიზნესი გამორჩეულ, ძლიერ და ცნობად ბრენდად? - აღნიშნულ თემაზე მიკრობანკი
ემბისი მეწარმე ქალებისთვის თბილისში მასტერკლასს გამართავს. ინიციატივა ქალთა
საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მას მოწვეული ექსპერტი - ბიზნესკონსულტანტი და ბრენდსტრატეგი, ლევან კობერიძე წარუძღვება.
მასტერკლასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე ქალს შეუძლია. რეგისტრაციის გავლა
კი შესაძლებელია ბმულზე.
ეთო ჩაჩიბაია, მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორი:
„ემბისიში გვჯერა, რომ ქალების გაძლიერება ძლიერი საზოგადოების საფუძველია. სწორედ ამიტომ,
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ქალებს საკუთარი იდეებისა და
ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების აღიარებად, ემბისიმ, 2025 წელს ქალთა ეკონომიკური
გაძლიერებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური ჯილდოც კი მოიპოვა.
სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, გადავწყვიტეთ მეწარმე ქალებს 8 მარტთან დაკავშირებით
ბრენდინგის მასტერკლასი ვაჩუქოთ. ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შანსია ახალი პერსპექტივების
აღმოსაჩენად, შესაძლებლობების გადასააზრელად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება
ვაქციოთ ჩვენი საქმიანობა გამორჩეულ, ძლიერ და ცნობად ბრენდად.“