რესტორანი „კაკლები“ Facebook-გვერდზე მენეჯმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„ძვირფასო სტუმრებო,

არსებული მენეჯმენტი რესტორნიდან გავიდა, მაგრამ გემრიელი კერძები დატოვა.

წარმატებები კაკლებს!“ - წერია რესტორნის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, „კაკლების“ მართვაში შეფმზარეული მერიკო გუბელაძე იყო ჩართული. როგორც მან BMG-ის განუცხადა, მიზეზი პოლიტიკური თემაზე განსხვავებული მოსაზრებები იყო.

რესტორნის მენეჯმენტის და რესტორნის მფლობელების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გასვლა ვარჩიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ შევთანხმდით“, - განუცხადა bmg-ის მერიკო გუბელაძემ.