„იმდენად დიდი მოთხოვნაა საქართველოს თამაშებზე, შეიძლება ითქვას, რომ რიგმა რესტორნებმა, რომლებიც ამ პერიოდისთვის საფეხბურთო თამაშისთვის ინფრასტრუქტურულად აღჭურვილნი არ იყვნენ, გარკვეული ინვესტიციები გაიღეს, ტელევიზორები შეიძინეს, მოეწყვნენ”, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის გამო სარესტორნო მოთხოვნები სრულად დატვირთულია.

“დღეს საქართველოსთვის რაღაც ახალი დაბადების დღეა, ისტორიულ დღედ შეიძლება ჩაითვალოს.
სექტორულად თუ ვიტყვით, იმდენად დიდი მოთხოვნაა საქართველოს თამაშებზე, შეიძლება ითქვას, რომ რიგმა რესტორნებმა, რომლებიც ამ პერიოდისთვის საფეხბურთო თამაშისთვის ინფრასტრუქტურულად აღჭურვილნი არ იყვნენ, გარკვეული ინვესტიციები გაიღეს, ტელევიზორები შეიძინეს, მოეწყვნენ .
თუ დღეს წარმატებას მივაღწევთ, ეს დამოკიდებულება, ხასიათი, უფრო გაიზრდება, დარწმუნებული ვარ.

მინდა, დღეს ცუდზე არ ვილაპარაკო, მაგრამ, შემაფერხებელია გარკვეულად ის, რომ წყლის დიდი პრობლემაა. ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ამ რაიონებში რესტორნები, შეიძლება, ითქვას, დაზარალდნენ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმყოფებიან, წყლით მომარაგების თვითუზრუნველყოფა ხდება, უნდათ, რომ სტუმრებს ღირსეულად დახვდნენ . წყალს ყიდულობენ,საქმიანობას ამ მარაგებით ახორციელებენ. ტექნიკურად ეს ძალიან რთული სიტუაციაა. წყალი მხოლოდ კერძის მოსამზადებლად არაა საჭირო. ჰიგიენის კუთხითაც მნიშვნელოვანია.
დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის გამო სარესტორნო მოთხოვნები სრულად დატვირთულია. ეს გადანაწილდება იმ ადგილებზეა, სადაც წყლის პრობლემა არაა. იქ, სადაც წყლის პრობლემაა, გარკვეულწილად, მოთხოვნა შემცირდება. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენაა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

kvira.ge