"რეფორმერფიტნესი" პოლიციელებს აღარ მოემსახურება, ანუ დარბაზში სავარჯიშოდ პოლიციელებს აღარ დაუშვებს.
შესაბამისი განცხადება ფიტნეს დარბაზის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია და ვერ ისარგებლებს ჩვენი სერვისებით. თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ... გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე", - წერს "რეფორმერფიტნესი" სოც.ქსელში.