ტოსტერი არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მარტივი სამზარეულოს მოწყობილობა, რომელიც არამხოლოდ დროის ეკონომიას გვთავაზობს, არამედ გემრიელი საუზმის მომზადებაშიც გვეხმარება.

თანამედროვე ტოსტერები მრავალფუნქციურია და განსხვავებული დიზაინით იქმნება.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რაში შეიძლება გამოიყენო ტოსტერი კონკრეტულად, რა ფუნქციებს უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება და როგორ უნდა შეარჩიო საუკეთესო მოდელი ექსტრაზე.

ტოსტერის უპირატესობები

ტოსტერის უამრავ უპირატესობას შორის ერთ-ერთი შენი დროის ეკონომიაა: მაშინ, როცა დილას ყველას სადღაც ეჩქარება, ტოსტერის დახმარებით მოამზადებ ცხელ, ხრაშუნა და გემრიელ ტოსტებს, რაც იდეალური იქნება საუზმისთვის.

ბევრი ტოსტერი ასევე განკუთვნილია ბაგეტებისა და სხვა სახეობის პურების მოსამზადებლად.

ზოგიერთ ტოსტერს მრავალი ფუნქცია აქვს, რაც მას უფრო მრავალფეროვანს ხდის ამ მოწყობილობას, მაგალითად:

თანამედროვე ტოსტერები გაძლევს საშუალებას, რომ აირჩიო შებრაწვის დონე: მსუბუქად მობრაწული იყოს პურის ნაჭრები, ოქროსფერი თუ უფრო მუქი და  ხრაშუნა.

ზოგიერთ მოდელს შეუძლია პურის გათბობა ან გაყინული პროდუქტების გალღობა.

ავტომატური გათიშვის ფუნქცია ტოსტერის უსაფრთხოებას ზრდის და ხელს უშლის პურის დაწვას.

პრემიუმ კლასის ტოსტერები აღჭურვილია სპეციალური უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც აალების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

როგორ შევარჩიოთ ტოსტერი

ტოსტერის არჩევისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

თუ მრავალფუნქციური მოწყობილობა გჭირდება, აირჩიე ისეთი ტოსტერი, რომელიც გათბობისა და გალღობის ფუნქციებით არის აღჭურვილი.

ტოსტერის ზომა და ვიზუალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე სამზარეულოებისთვის.

სასურველია, რომ ტოსტერი იყოს ენერგოეფექტური და ეკონომიური.

ისეთი ხარისხიანი ბრენდები, როგორებიცაა Philips, Bosch და Sencor თუ სხვა  მომხმარებელს სანდოობასა და ხანგრძლივობას სთავაზობს.

ტოსტერის მოვლა და გამოყენება

ტოსტერის ხანგრძლივი გამოყენებისთვის აუცილებელია მისი სწორი მოვლა:

რეგულარულად გაწმინდე ტოსტერის ქვედა უჯრა, რომელიც განკუთვნილია პურის ნამცეცების მოსაგროვებლად.

არ გამოიყენო ძლიერი ქიმიური საშუალებები მისი ზედაპირის გასაწმენდად.

შეინახე მშრალ ადგილას, რათა თავიდან აიცილო ელექტრო დაზიანება.

ტოსტერი არამარტო ხელს უწყობს გემრიელი საუზმის მომზადებას, არამედ ნებისმიერ სამზარეულოს ანიჭებს თანამედროვე ელფერს.

გაიმარტივე ყოველდღიური ცხოვრება და შეიძინე ტოსტერი ექსტრაზე. საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიაში გელოდება განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები. Extra-ზე შეგიძლია შეიძინო ტოსტერი უპროცენტო განვადებით  ან თანხის განაწილებით და ისარგებლო უფასო მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.