11 აპრილს ცხოველების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ველი 1 აპრილიდან მთელი თვის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გთავაზობს ცხოველებისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე.
ისარგებლე აქციით და შეიძინე – უმაღლესი ხარისხის საკვები ძაღლებისთვის ან კატებისთვის, ასევე ჰიგიენური საშუალებები თუ აქსესუარები, რომლებიც მორგებულია შენი ცხოველის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
უმაღლესი ხარისხის საკვები შენი ცხოველისთვის 20%-მდე ფასდაკლებით
ცხოველების ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია მათი კვების ხარისხზე. ველიზე წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის მშრალი და სველი საკვები მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება. აღმოაჩინე სპეციალური ფორმულები სხვადასხვა ასაკის, ჯიშისა და განსხვავებული საჭიროების მქონე ცხოველებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
საკვების მწარმოებლებს შორის შეგიძლია აღმოაჩინო Avenal, Purina Pro Plan, ძაღლებისთვის Happy Dog, კატებისთვის Happy cat, ასევე Bonacibo, Prochoice, Competento, Nutrimax და სხვა ბრენდები.
ჰიგიენური საშუალებები, ვიტამინები და მედიკამენტები 10%-იანი ფასდაკლებით
კატის ქვიშა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია კატის პატრონებისთვის. ველი გთავაზობს ფასდაკლებებს მაღალი ხარისხის კატის ქვიშაზე, რომელიც ეფექტურად შთანთქავს სუნს და მაქსიმალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს.
ხოლო, ველის ასორტიმენტში წარმოდგენილი ვიტამინები და საკვები დანამატები ძაღლებისთვის ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებასა და ბეწვის ჯანმრთელობას. შეარჩიე ანტიპარაზიტული საშუალებები, რომლებიც დაიცავს შენს საყვარელ ცხოველს გარე და შიდა პარაზიტებისგან, ან მედიკამენტები, რომლებიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისთვის.
აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის 40%-მდე ფასდაკლებით
ველის ასორტიმენტში მრავალფეროვან აქსესუარებს აღმოაჩენ შენი ცხოველისთვის. ეს იქნება ძაღლის საწოლები, კატის საფხაჭნი ან საწოლები და სახლები კატებისთვის, ძაღლის სათამაშოები, საბმელები და საყელოები თუ ძაღლის ჯამები. ხარისხიანი აქსესუარები ცხოველის კომფორტს უზრუნველყოფენ და შენს ცხოვრებასაც აადვილებენ.
გარდა ამისა, ველის ციფრულ თაროებზე წარმოდგენილი პროდუქცია როგორც ხარისხით, ასევე დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა, რაც საშუალებას მოგცემს შეარჩიო ისეთი აქსესუარები, რომლებიც შენს ინტერიერშიც ჰარმონიულად ჩაჯდება.
აღნიშნე ცხოველების საერთაშორისო დღე ველიზე, შეარჩიე ფასდაკლებით ნივთები კატისთვის თუ ძაღლის აქსესუარები. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.