PMCG-ის კვლევის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი მაისში თვიურად 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 7.7%-ით შემცირდა.

მაისში წინა თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.7%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.8%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამით განთავსება საშუალოდ 157 ლარი ღირდა, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში კი 252 ლარი.

გარდა ამისა, საოჯახო ტიპის სასტუმროებში მაისში საშუალო ფასი 118 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 5-ვარსკვლავიანების ფასი 425 ლარი იყო.