ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.

„ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის თამაში თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.