ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 8.20%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 52.10 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 14.12%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 40.40 გირვანქა სტერლინგის ღირებულებისაა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 2.50%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 12.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 559.22 მილიონ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. 

ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 27.54%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასმა მოიმატა 28.87%-ით, საქართველოს კაპიტალის აქციების ფასი კი გაზრდილია 5.49%-ით.

წყარო:  Galt & Taggart