GM PHARMA წელს 26 წლის გახდა - ეს ზუსტად იმდენია, რამდენი წელიც გრძელდება GM PHARMA -ს და PSP-ს მეგობრობა.

საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA და ლიდერი სააფთიაქო ქსელი PSP წლების განმავლობაში ერთობლივად ეხმარებიან საზოგადოებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

თებერვლის დასაწყისში, GM PHARMA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდმა PSP-ს ფარმაცევტებთან სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა გამართა. ორი ლიდერი კომპანიის თანამშრომლებმა გაიხსენეს გზა პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, შეაჯამეს მიღწეული წარმატებები და განსაზღვრეს სამომავალო გეგმები.

GM PHARMA-სა და PSP-ს თანამშრომლობა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წარმოებას და ბაზრის ლიდერის გამოცდილებას, ინოვაციურ და შთამბეჭდავ შედეგებს იძლება. ეს ნიშნავს:
• ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდას
• მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხს
• სანდო არჩევანს, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება

GM PHARMA და PSP მადლობას უხდიან მომხმარებლებს ნდობისთვის და თანამშრომლებს პროფესიონალისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც სიცოცხლის გახანგრლივებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მიუძღვნეს.

R