„პაშა ბანკი საქართველო“ საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „სავანეთს“, რომელიც კახეთში მდებარეობს, აუქციონზე 6.9 მლნ ლარად ყიდის.
ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტერიტორია 5362 კვ.მ.-ს შეადგენს, ხოლო სასტუმრო 57 ნომერს მოიცავს.
„იყიდება მოქმედი სასტუმრო კომპლექსი კახეთში. სოფელი იყალთო, თელავი, ღვინის გზაზე, ულამაზესი ხედებით ალაზნის ველზე.
ქონება არის სს "პაშა ბანკი საქართველო"-ს საკუთრება.
სასტუმროში მდებარეობს: რესტორანი, ღვინის მარანი და ენოთეკა, ღია აუზი, საუნა, ლაუნჯი, საბილიარდო, საკონფერენციო დარბაზები“, - წერია განმარტებით ბარათში.
აუქციონი 5 ივნისს დასრულდება.