რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი ტოპ 5 საწარმო, საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტალის ბრუნვის მიხედვით, ტოპ 5 წვენების საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
- შპს კამპა
- შპს ბიო ჯუსი
- შპს Georgian Industrial Asset Management Group
- შპს არომაპროდუქტი
- შპს ჯეო კონცენტრატი
2022 წელს ხუთეულში შედიოდნენ
- შპს ჯეო კონცენტრატი
- შპს არომაპროდუქტი
- შპს ნატურალი 7
- შპს ანტონი და კომპანია
- შპს კამპა
2021 წლის ტოპ 5 კომპანიის ჩამონათვალი კი ასეთი სახის იყო
- შპს არომაპროდუქტი
- შპს Georgian Industrial Asset Management Group
- შპს ბიო ჯუსი
- შპს ნატურალი 7
- შპს კამპა
როგორც მონაცემებიდან ჩანს ბოლო 2.5 წელია ხუთეულში ადგილს მყარად ინარჩუნებენ კამპა და არომაპროდუქტი, დანარჩენი 3 კომპანია კი პერიოდულად იცვლება.
ვინ არიან ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი კომპანიების მფლობელები
- შპს კამპა
კომპანია 2008 წელს დაფუძნდა. 20%-ს მამია ჯანაშია ფლობს, რომელიც რუსეთი-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. 80% კი დავით ბუაძეს ეკუთვნის. დირექტორი - ალექსანდრე ბუაძეა. - შპს არომაპროდუქტი
კომპანია 1996 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეწილეები ჰყავს.
ეთერი რაშოევი 0.3%, რევაზ კაპანაძე 0.35%, გურამ კვაჭანტირაძე, 0.1%, აპოლინარია ეფრემენკო 0.1%, ვასილ შელიუგოვი 0.1%, ლუბოვ სერგეევა /რუსეთის ფედერაცია/ 0.2%, თამარ გუგუშვილი 3.3%, დიმიტრი დარჩიაშვილი 1.5%, ალექსანდრე ჯიქიძე 4.5%, ბადრი ბუიღლიშვილი 7.9% , ირაკლი ჯიქიძე 0.3%, ვლადიმერ გუგუშვილი 81.35%. დირექტორი - ვლადიმერ გუგუშვილი - შპს Georgian Industrial Asset Management Group
კომპანია 2011 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს კვიპროსზე დარეგისტრირებული შპს ბიეფ ჯუს (ჯორჯია) ფლობს. დირექტორი - რევაზ გოგიტიძე. - შპს ბიო ჯუსი
კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული. 50-50% წილებს უშანგი აიწურაძე და ზურაბ ბერიანიძე ფლობენ. კომპანიის დირექტორი კი უშანგი აიწურაძეა. - შპს ჯეო კონცენტრატი
კომპანია 2007 წელს დაფუძნდა. 100%-იან წილს ანასტასია გოგლიძე ფლობს. დირექტორი კი ივანე გოგლიძეა. - შპს ნატურალი 7
კომპანია დაფუძნებულია 2007 წელს. 50% -იან წილს რუსეთ-საქართველოს მოქალაქე მერაბ ქუჩუკაშვილი ფლობს. 50%-ს კი ვაჟა ქუჩუკაშვილი. კომპანიის დირექტორი - მერაბ ქუჩუკაშვილი. - შპს ანტონი და კომპანია
19%-იანი წილი ასე ნაწილდება - გივი ჯამელაშვილი (1/4), ანა ჯამელაშვილი(1/4) თამარი ჯამელაშვილი (1/4), გივი ჯამელაშვილი, (1/4) 20%- თეიმურაზ მიქაუტაძე, 21% - გივი ჯამელაშვილი, 20% - ტარიელ ღვაბერიძე, 20% -ნუგზარ ალანია. დირექტორი - გივი ჯამელაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც პერიოდულად ხუთეულში შედიან, გორშია დარეგისტრირებული და წარმოებაც იქ აქვთ. ასევე 7-დან 3 კომპანიის მეწილეებს შორის არიან რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.