გამოცემა Calcio e finanza-სთან ინტერვიუში ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო დემემ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ჩატარებულ თამაშებზე ისაუბრა. როგორც დიეგო დემემ აღნიშნა, შესაძლოა, რომ მიმდინარე წელს მან და ხვიჩა კვარაცხელიამ თბილისში პიცერია გახსნან.  დიეგო დემემ ისიც თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის პირველივე ვარჯიშებზე შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა.

„ხვიჩა კვარაცხელია პირველივე ვარჯიშზე საოცარი დრიბლინგი შემოგვთავაზა, როცა სამი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი კარის კუთხეში მოათავსა. ხვიჩა მეტოქე გუნდის დაცვის ხაზებს უბრალოდ ანადგურებდა. შესაძლოა მასთან და იტალიელ  შეფ-მზარეულებთან  ერთად წელს თბილისში პიცერია გავხსნათ“. - განაცხადა დიეგო დემემ.

ინფორმაციისთვის, დიეგო დემე ნაპოლიში 2020-2024 წლებში თამაშობდა. დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ დემემ ბერლინში პიცერიების ბიზნესი გახსნა და პარალელურად მონაწილეობს ტონი კროოსის მიერ დაარსებულ შიდა საფეხბურთო ლიგაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ღირსებას 2022 – 2025 წლებში იცავდა.ჯამში ხვიჩამ ნაპოლიში 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 ასისტი მიითვალა.