ველიში თითოეული სიახლე მომხმარებელთან ყოველდღიური დიალოგის შედეგად იქმნება, ახალი შეთავაზებაც სწორედ მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა.
27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ველის მომხმარებელს ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდისას 25%-ის მომენტალურად დაბრუნება შეუძლია. Mastercard, Visa და სხვადასხვა ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექ აქციის შემდეგ, ველიმ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის გადახდის მეთოდის თავისუფლად არჩევის საშუალება მიეცა.
“ველი მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ კარგი ონლაინ შოპინგის გამოცდილება. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით მომხმარებლებს, ვიკვლევთ მათ სურვილებს, მონაცემების გამოყენებით ვაანალიზებთ მათ ქცევებს და შემდეგ ამ ყველაფრის სინთეზით ვადგენთ თუ რა სიახლე შევთავაზოთ, რათა მათთვის ველიზე შოპინგის გამოცდილება ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უკეთესი იყოს” - ნინი ჩაჩანიძე, მომხმარებლის გამოცდილების გუნდის ხელმძღვანელი
ქეშბექ აქციის ფარგლებში ველიმ სპეციალური კატეგორია შექმნა, რომელშიც 15 000-მდე პროდუქტი ერთიანდება 16 კატეგორიიდან. აქციის პირობები ამ კატეგორიის ყველა ნივთზე მოქმედებს.