„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციიდან გამომდინარე ბაზარზე პროდუქციის ფასები მუდამ იცვლება, მაღაზიის გახსნის დღიდან ჩვენ პროდუქცია არ გაგვიძვირებია და საწყის ფასს ვინარჩუნებთ,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის  „შოკოტელას“ დამფუძნებელმა მარიამ მაისურაძემ განაცხადა.

სიახლეებზე საუბრისას მარიამ მაისურაძე აღნიშნავს, რომ იგეგმება „შოკოტელას“ უცხოურ ბაზარზე გასვლაც, თუმცა ამისთვის ჯერ საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ.

„ამ ეტაპზე გვაქვს ერთი ფილიალი ვაკეში, ვასილ ბარნოვის 73 ნომერში, რა თქმა უნდა, მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას და უცხოურ ბაზარზე გასვლას, უბრალოდ ჯერ კიდევ დრო გვჭირდება ბაზარზე ფეხის მყარად მოსაკიდებლად და ასევე ინვესტიცია“ - აღნიშნა მან.

„შოკოტელა“ მომხმარებელს 13 სახეობის, განსხვავებული ფორმისა და შიგთავსის პროდუქციას სთავაზობს.