„ახალი საირმე“ შეფმზარეულების ინტენსიურიგადამზადების კურსებს მასპინძლობს. მატეო სივერო, რომელიც მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის სტატუსს ფლობს, საირმეში პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მისი მასტერკლასები იტალიური სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციებსა და მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ
მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფი: „მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციულია. მათი მონდომება და ინტერესი მასტერკლასებს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ნაყოფიერს ხდის. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კურორტ საირმის არაჩვეულებრივი ბუნება, უნიკალური წყლები და სტუმართმოყვარეობა“.
პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიისაკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობითახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფებისმასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანიპროექტია რეგიონში გასტრონომიის სფეროსგანვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფი მართავს ტრენინგებს. ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია და გამოცდილებაა, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს წამყვანიპროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძებისმომზადების ტექნიკები და გაიღრმაონროგორც პრაქტიკული, ისე თეორიულიცოდნა“.
ინტენსიური გადამზადების კურსები, რომლებიცმთლიანად იტალიურ სამზარეულოზეა აგებული დამოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვერეცეპტებს, „ახალ საირმეში“ 18 აპრილს დაიწყო. მატეო სივეროს მასტერკლასამდე მსმენელებს იტალიური სამზარეულოს ტექნიკები ჯოვანი ტუჩიმ გააცნო. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18-22 აპრილს მიმდინარეობდა.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიისაკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისიდამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურკოხოძე, Hospitality Management Institute-ისდამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლებისუფლება განათლების ხარისხის განვითარებისეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა დამასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვამიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახებისმართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი დაგაყიდვები, კვება და სასმელები, „სუშეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიულინაწილებისგან შედგება და მას უძღვებიან როგორცქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგიპროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობისსფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმისტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.