2025 წელს ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის ყაზახური ფინტექკომპანია Kaspi.kz-ის კონსოლიდირებული მოგება წლიურად 10%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

2025 წლისთვის Kaspi.kz-ის მთლიანი შემოსავალი წლიურად 19%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა თურქეთში ოპერაციების ჩათვლით, შემოსავალმა 8.24 მლრდ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასული წლის დასაწყისში Kaspi-მ ელექტრონული კომერციის უმსხვილეს თურქულ პლატფორმა Hepsiburada-ში 65.4%-იანი წილი შეიძინა.