სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმზე AIM2023 მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკური გარემო გააცნო.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ნამიბიის საინვესტიციო ფონდის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ეგვიპტის საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, Invest in Canada-ს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ასევე, ფორუმის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო პანელზე, სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის“.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ნამიბიის საინვესტიციო ფონდის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ეგვიპტის საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, Invest in Canada-ს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ფორუმში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის ინვესტორები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.