მაკდონალდსმა გემრიელი დანაშაულის ჩადენა გადაწყვიტა და ბრიტანელ მომხმარებლებს World Heist-ის მენიუ შესთავაზა — მთელი მსოფლიოს მასშტაბი მოიცვა და მენიუებიდან პროდუქტები მოიპარა. შედეგად კი ავსტრალიიდან იაპონიამდე და პოლონეთიდან კანადამდე იმპორტირებული კერძების დაგემოვნების საშუალება მისცა მომხმარებლებს ისე, რომ მოგზაურობა არც კი დასჭირდეთ.

კანადიდან Maple BBQ & Bacon Double Quarter Pounder მოიპარა:

ავსტრალიიდან Pineapple McSpicy:

იაპონიას კი ორი პროდუქტი წაართვა: Garlic & Black Pepper McNuggets და Sakura X Sprite:

 

პოლონეთისგან Sour Cream & Black Pepper McShaker Fries წამოიღო:

UAE-დან კი ჩამონათვალს Mac & Cheese Triangles დაამატა:

ხოლო დესერტისთვის ინდონეზიასა და მალაიზიას ესტუმრა — მოპარულ მენიუში Choco Caramel Pie, Caramel Pretzel McFlurry და Chocolate Pretzel McFlurry გვხვდება:

 

თითოეული პროდუქტი  შეფუთვის თავდაპირველ დიზაინსა და მშობლიურ ენას ინარჩუნებს, თუმცა ამჯერად თაგი მოჰყვება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ კონკრეტული პროდუქტი მოპარულია. რეკლამაში კი, შესაძლოა, რაღაცები ქაღალდის სახლიდანაც გეცნოთ:

marketer.ge