„მაკდონალდს საქართველოს“ ადმინისტრაციის გუნდის განცხადება სოციალური ქსელიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. განცხადებაში ადმინისტრაციის გუნდი ბოდიშს იხდიდა  ელტონ ჯონთან დაკავშირებული წიგნის გამო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ წიგნის თარგმანისას არ იქნა  გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.

განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიის ადმინისტრაციის გუნდს განცხადების შინაარსის გამო აკრიტიკებდნენ.