"სილქნეტი მრავალი წელია უახლეს ტექნოლოგიებს ნერგავს, ქსელის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტს სთავაზობს, რასაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით აღწევს.
სილქნეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მზად არის დანერგოს 5G ქსელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია არის საჭირო შემდეგი წლების განმავლობაში.
სამწუხაროდ, კომისია ავრცელებლს ინფორმაციას, თითქოს მან სრულად დააკმაყოფილა აუქციონთან დაკავშირებით სილქნეტის რეკომენდაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, კომისიამ 5G აუქციონის ფარგლებში არ გაითვალისწინა სილქნეტის არცერთი შენიშვნა, რომელიც აუქციონის პირობებს გააუმჯობესებდა, კერძოდ:
1) სრულფასოვანი ლიცენზიის შესყიდვის შესაძლებლობა MVNO (ვირტუალური მობილური ოპერატორი) დაშვების სავალდებულო პირობის გარეშე (ოპერატორების სურვილის შემთხვევაში);
2) მძიმე ტექნიკური ვალდებულებების შემსუბუქება;
3) 5G მიკრო-სადგურების განთავსების პროცესის გამარტივებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება;
აქვე განვმარტავთ, რომ სილქნეტი მიესალმება ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვებას კომერციული მოლაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიამ პირველმა შექმნა საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების პრეცედენტი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ კომისიამ არ ჩაატარა კვლევა და შესაბამისად, ვერ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნებოდა ამგვარი მკაცრი ვალდებულებებისა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა (RIA), რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევრორეგულაციებთან.
კომისიამ აუქციონის ფარგლებში მკაცრი ვალდებულებებითა და შეზღუდვებით, ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში, ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა და ასობით მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება.
დღეს ქვეყანაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსი, სამჯერ მეტია სამივე ოპერატორის სარგებლობაში არსებულ სიხშირეებზე (2G,3G,4G). ეს რესურსი საკმარისზე მეტია, რომ სამივე ოპერატორმა ეფექტურად დანერგოს 5G ქსელი. დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ კომისიამ წაახალისოს ქსელების დანერგვა და ინვესტიციების განხორციელება, ის ხელოვნურად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
მიუხედავად ამ წარუმატებელი აუქციონისა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კომისია ოპერატორებთან კომუნიკაციის კონსტრუქციულ გზას გამონახავს, როგორც ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებისთვის,"- ნათქვამია განცდაბეაში.
"მაგთის" შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ბრალდებებს "სილქნეტიც" უყენებს
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას
ირაკლი კობახიძე - „ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა“
ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა