ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა, Apollo Sports Capital-მა ესპანური საფეხბურთო კლუბის Atlético de Madrid–ის საკონტროლო წილი შეიძინა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ატლეტიკოს" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, Apollo-ს საფეხბურთო კლუბის 55%-იანი წილი გადაეცემა. ამ დროისთვის, მადრიდული კლუბის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიარდი ევროა.
გარიგების მიხედვით, ამჟამინდელი პრეზიდენტი პრეზიდენტი ენრიკე სერესო და სპორტული დირექტორი მიგელ ხილ მარინი კლუბის მმართველობაში დარჩებიან და თავიანთ წილს შეინარჩუნებენ.
შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად დოკუმენტი ესპანურმა ბიუროკრატიამ უნდა დაადასრუროს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინვესტიცია მნიშვნელოვანი ცვლილებაა ესპანური ფეხბურთის ფინანსურ ბაზარზე, სადაც უცხოური კაპიტალის აქტიური ჩართულობა სულ უფრო ძლიერდება.