კახეთის შუაგულში მდგებარე ლოპოტა სპა რეზორტსა და 40-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ ბრენდს — Valmont-ს შორის ექსკლუზიური კოლაბორაცია შედგა. ამ პარტნიორობამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ის სტანდარტი და გამოცდილება, რომელსაც ლოპოტას სტუმრები ტყის ფერდობზე განთავსებულ, ბუნებაში ჩაფლულ ტყის სპაში მიიღებენ.
Valmont-ი მსოფლიოში აღიარებული უჯრედული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში მასშტაბით, მხოლოდ პრემიუმ კლასის სასტუმროებთან თანამშრომლობს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ლოპოტას გუნდმა სრული გადამზადება გაიარა Valmont-ის საერთაშორისო ექსპერტებთან. შედეგად, ამიერიდან რეზორტზე სპა- პროცედურები მხოლოდ Valmont-ის უნიკალური მეთოდოლოგიითა და ექსკლუზიური პროდუქციით ჩატარდება.

Valmont-ის მოვლის საშუალებები, რომლებიც ლოპოტაზე იქნება ხელმისაწვდომი, შედგება შემდეგი ტიპის ინგრედიენტებისგან - სამმაგი DNM, RNM ლიპოსომები, ალპური წყლისა და ალპური ფიტოკომპლექსის ექსტრაქტები. აღნიშნული კომპონენტები კანთან იდეალურ ჰარმონიაში მოქმედებს და შექმნილია მისი ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობის გასაღვიძებლად. Valmont-ის ექსკლუზიურ მოდელირების მეთოდებთან ერთად, ეს პროცედურები სცდება ტრადიციულ სახის მოვლის საშუალებებს და სტუმრებს სთავაზობს როგორც კანის, ასევე განწყობის ტრანსფორმაციულ გამოცდილებას.
განახლებულ სპაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია:
••სახის კანის მოვლის პროცედურები;
••სხეულის მოვლის პროცედურები;
••მასაჟების კოლექცია;
••ჰიდროთერაპია.

