ლიბერთი აგრძელებს საცალო მიმართულებით შეთავაზებებს და ამჯერად მომხმარებლებს მოთხოვნამდე ტიპის ანაბარზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. 

შემნახველი,,მეტი“  არის მარტივი და ყველაზე მოქნილი ანაბარირომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თანხა მისთვის სასურველი ნებისმიერი ვადით და მართოს მოქნილად შემდეგი პირობებით:

  • მაღალი საპროცენტო სარგებელი- წლიური 9% / ეფექტური 9.79% ლარში განთავსებულ ანაბარზე;
  • თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს;
  • სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ხელუხლებელ ნაშთზე;

აღნიშნული ანაბარით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ლიბერთის არსებულასევე ახალ მომხმარებელსმათ შორის როგორც  საქართველოსისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.   

,,ლიბერთის მიზანია ადამიანებს მუდმივად შესთავაზოს მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები.

ბოლო რამოდენიმე წელიაგანსაკუთრებით იზრდება და  მუდმივად ვითარდება დეპოზიტების ბაზარიშესაბამისად უფრო მოქნილი ხდება ბანკების შეთავაზებებიდღეისათვისყველაზე დიდი მოთხოვნა ისეთი ტიპის ანაბარზეარომელზეც მომხმარებელს განთავსებული თანხის გამოყენებამისთვის სასურველ დროს მარტივად შეუძლია და ამასთანმაღალ სარგებელსაც მიიღებსასეთი ანაბარია შემნახველი „მეტი“, რომელიც სპეციალურად ჩვენიანებისთვის შევქმენით.“ - ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.