Levi’s-მა რეკლამების სერია ბიონსეს მონაწილეობით გასულ წელს დაიწყო. ეს ამბავი Cowboy Carter-ის ალბომის გამოშვებასა და ტურნეს დაამთხვია. დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც შედეგად Levi’s-ის გაყიდვების ზრდაც მოჰყვა — 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდვები 6%-ით გაიზარდა! ამის გამო კი გვეუბნებიან, რომ „Levi’s-ის ბრენდი არასდროს ყოფილა ამაზე უფრო ძლიერი“.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ Reiimagine-ის კამპანიაში წინა სამი რეკლამის Launderette-ის, Pool Hall-ისა და Refrigerator-ის უფრო ვრცელ ფრაგმენტებს გვაცნობენ. ამას ემატება სცენა Levi’s-ის 1991 წლის რეკლამიდან Chapter 2: Pool Hall და ასე ბიონსესა და ლივაისის თანამშრომლობის ფინალური სერიის მომსწრე ვხდებით.

„The Denim Cowboy კამპანიის კულმინაციაა და პარტნიორობის დასკვნით ნაწილს ზეიმობს… კამპანია თანამშრომლობის ახალ დონესა და მასშტაბს წარმოადგენს, რომელიც ნარატივის ცენტრში ქალებს გვთავაზობს და Levi’s-ის ისტორიაში ახალ, საკულტო თავს იწყებს, რომელიც ბრენდის ადგილს განამტკიცებს კულტურაში“, — ამბობს კენი მიტჩელი, Levi’s-ის მარკეტერი.

კამპანიაზე TBWA\Chiat\Day LA-მ იმუშავა.

marketer.ge