ხელნაკეთი სანათების კომპანია Lampino წლის ბოლომდე საკუთარი სარეალიზაციო სივრცის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ “კომერსანტს” კომპანიის დამფუძნებელმა ქეთი ნოზაძემ უთხრა.
Lampino 2019 წელს სანათების და ხელოვნების სიყვარულით შეიქმნა, დღეს კი ბაზარზე გამორჩეულ და უნიკალურ დეკორატიულ სანათების ბრენდად ჩამოყალიბდა. როგორც ქეთი ნოზაძე გვიყვება მისი სანათები ქართულ არქიტექტურაში ასახულ ისტორიულ და კულტურულ მოვლენებს გადმოსცემს. Lampino- ს სანათების შექმნა ამ ეტაპზე სოციალური ქსელის და etsy- ს საშუალებით არის შესაძლებელი.

“კოლექცია, რომელზეც ახლა ვმუშაობ ძველი თბილისიდან და ძველი ბათუმიდანაა, დაახლოებით ორი წელია რაც არქიტექტურულ ხაზს მივყვები და ვაცოცხლებ ფანჯებს და ძველი სადარბაზოს კარებებს.
ჩემ კოლექციაში არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების აივნებსაც ნახავთ, ასევე ვაკეთებ მაგნიტებსაც. ჩემი ძირითადი მიმართულება არის საქართველოში მდებარე. აივნები, ასევე. ვახდენ იმ კულტურული ძეგლების აღდგენას, რომლებიც შესაძლოა მემკვიდრეობით ნუსხაში არ არის შეტანილი,მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის და ტურისტებისთვის” - აღნიშნა ქეთი ნოზაძემ.
როგორც ქეთი ნოზაძე გვიყვება, ლიტერატურული ხაზის განვითარებასაც. გეგმავს, მისივე. თქმით ერთ-ერთი ქართველი ავტორის წიგნი სანათიც გააკეთა. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ძალისხემავას. არ. ხარჯავს მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესება მაღალია.
“ამ ეტაპზე კოლექციებზე მხოლოდ ორნი ვმუშაობთ, ისეთი საქმეც არ არის, რომ კადრი ადვილად მოძებნო რეკლამაშიც. არ ვდებთ თანხებს, რადგან შეკვეთის. გაზრდის. შემთხვევაში ვადებში ჩატევა გაგვიჭირდება.
ამ ეტაპზე მაღაზია არ გვაქვს, ვთანამშრომლობთ რამდენიმე სავაჭრო წერტილთან და etsy- ის პლატფორმაზე. უცხოელების მხრიდანაც არის დაინტერესება, ახლახან გავგზავნე ნამუშევრები ირლანდიაში დ ა დიდ. ბრიტანეთში საკმაოდ კარგი შეფასება წამოვიდა. ძალიან ლამაზი ატრიბუტია ოთახისთვის , საუბარი მაქვს საბჭოთა კორპუსის მოდელზე. ძალიან საინტერესოა როდესაც ჩვენი საბჭოთა არქიტექტურა სიმბოლოდ და სანათად არის ქცეული და დიდ ბრიტანეთში ყიდულობენ.” - აღნიშნავს ქეთი ნოზაძე.

ქეთი ნოზაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კადრების დამატება და მაღაზიის გახსნას გეგმავს.
“ძალიან მინდა მაღაზიის. გახსნა, მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნაა, სურთ რომ ადგილზე. შეძლონ ნივთების დათვალიერება, ძალიან რთულია, რომ ეს არ მაქვს, რადგან მომხმარებელთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი გაიზარდოს, რადგან მღაზიაშიც შეძლო ადამიანის დასაქმება და ნამუშევრების მარაგი გქონდეს. ცოტა რთული პროცესია, თუმცა. შოუ რუმი აუცილებლად მექნება. საწყის ეტაპზე ეს შეიძლება მაღაზია არ იყოს და რომელიმე მოლში იყოს შოუ რუმი"- აღნიშნა ქეთი ნოზაძემ.
რაც შეეხება ფასებს მაგნიტების საფასური 45 ლარიდან იწყება და სანათები 300 ლარამდეც ადის. განსხვავებული ფსია ინდივიდუალური შეკვეთის დროს.