ყველაზე ცხელი სეზონის ყველაზე „ცხელი“ და სასურველი პროდუქტი კონდიციონერია. თუ მისი შერჩევა და შეძენა ზაფხულის შუამდე გადადეთ, არც ახლაა გვიანი. „კომერსანტი“ შეეცდება არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ და ერთი „ცხელი“ შემოთავაზების შესახებ გიამბოთ, რომელიც საშუალებას იძლევა, კონდიციონერის ონლაინ, ბარათით შეძენისას, 150 ლარი უკან, ქეშბექის სახით დაიბრუნოთ და თან 30%-იანი ფასდაკლების აქციითაც ისარგებლოთ.

დავიწყოთ იმით, რომ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კონდიციონერების ფასები 600-დან 7000 ლარამდე მერყეობს. მაგრამ ბევრი მაღაზია მომხმარებელს 20-დან 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და შესაძლოა სასურველი მოდელი ნახევარ ფასში შეიძინოთ.

პირველ რიგში, ყურადღება კონდიციონერის სიმძლავრეს მიაქციეთ. BTU (British thermal unit) კოეფიციენტის გამოსათვლელად ითვალისწინებენ - ოთახის ფართობს, ფანჯრების რაოდენობას, საიდან ამოდის მზე, თბოიზოლაციას, გარემოს ტემპერატურას და ა.შ. ჩამოთვლილი ფაქტორების მიუხედავად, ძირითად საორიენტაციო კრიტერიუმი მაინც ოთახის ფართობია.

ბაზარზე ძირითადად გვხვდება 9000, 12000, 18000, 24000 და 48000 BTU სიმძლავრის მოწყობილობები, რომლებიც 20-დან 80 კვადრატულ ფართობზეა გათვლილი. 20-25 მ2-ს ფართობს 9000 BTU ეყოფა, 30-35 მ2-ს  - 12000, 40-50 მ2-ს - 18000, 60-80 მ2-ს - 24000.

რაც შეეხება კონდიციონერის ენერგოეფექტურობას, რაც უფრო მაღალია, ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (EER), მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდიციონერი და რაც უფრო მაღალია COP-ის კოეფიციენტი, რომელიც სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებას ასახავს, მით უფრო მაღალია მისი ენერგოეფექტურობა.

ცხელ დღეებში დამატებით დისკომფორტი ტექნიკის მაღაზიიდან მაღაზიაში და ერთი სავაჭრო ცენტრიდან მეორეში სიარულია. ამიტომ გირჩევთ, be.ge-ს ბმულს დააკლიკოთ, სადაც ყველა ფასის, 20-მდე ბრენდის, 90-მდე კონდიციონერს ნახავთ. მათი ფასები 869-დან 6860 ლარამდე მერყეობს. ამას ემატება სეზონის საუკეთესო შეთავაზება - ბარათით შეძენისას 150-ლარიანი ქეშბექი და 30%-იანი ფასდაკლება. ასე რომ, გახსენით ბმული.