ევროპული საავტომობილო ინდუსტრია ჩინეთის მიერ Nexperia-ს ნახევარგამტარების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო წარმოების მასშტაბური შეფერხებისთვის ემზადება. ძირითადი მიკროჩიპების დეფიციტმა შესაძლოა მომწოდებლებს ერთ კვირაში შეუქმნას პრობლემა, ხოლო 10-20 დღეში პრობლემა მთელ სექტორზე გავრცელდება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება, რასაც ასევე ადასტურებს გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის VDA-ს ​​პრეზიდენტის, ჰილდეგარდ მიულერის განცხადება.

პეკინმა ჰოლანდიურ ჩიპების მწარმოებელ Nexperia-ს, რომელიც ჩინურ Wingtech Technology Co.-ს ეკუთვნის, ჩინეთში არსებული ქარხნებიდან პროდუქციის ექსპორტი აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების მთავრობის მიერ კომპანიის სტრატეგიული წარმოების დასაცავად საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონების აღსრულების საპასუხოდ იქნა მიღებული.

„თუ Nexperia-ს ჩიპების მიწოდების შეფერხება სწრაფად არ მოგვარდება, სიტუაციამ შესაძლოა მალე წარმოების მნიშვნელოვანი შეზღუდვები ან თუნდაც შეჩერება გამოიწვიოს“, - განაცხადა ჰილდეგარდ მიულერმა.

ვრცლად liga.net – ზე