„ეს კანონპროექტი ქვეყნისთვის და ბიზნეს კლიმატისთვის სიკეთის მომტანი ნამდვილად არ არის და პირდაპირ ურტყამს ქვეყნის  იმიჯს“ - ამის  შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა უთხრა, მისი  თქმით  ძალიან ბევრი ინვესტორი უყურებს და აკვირდება საქართველოში უცხოური ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ  პროექტებს.

 

„ აშშ-ის ძალიან ბევრი და ცნობილი  ინვესტორი  აქცევს  ყურადღებას თუ როგორ  ფუნქციონირებს ქვეყანაში  მისი  ორგანიზაცია,  იმავეს  აკეთებს ევროკავშირიც და  ა.შ.

 

ზოგადად  ინვესტორები და საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ყურადღებით აკვირდებიან  თუ რამდენად  გახსნილია  ქვეყანა  მათთვის და  ეს კანონი  რა თქმა უნდა სერიოზულად შეაფერხებს სექტორს და საბოლოო  ჯამში  ბიზნეს-კლიმატის  გაუარესებას  გამოიწვევს,  რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად  იმოქმედებს  ინვესტიციების მოზიდვაზე,“- აღნიშნა  თამაზ  დაუშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე