„კაფე-ბარი ენგური“ ყოველ წლიურად 3000 ლარს გამოყოფს სვანეთში, სოფელ უშგულში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ „კაფე-ბარი ენგურის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამიერიდან კაფე-ბარი ენგური“ ყოველწლიურად, გამოყოფს 3000 ლარს სოფელ უშგულში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მოგეხსენებათ, სოფელი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და კარგად გვესმის, რომ აღნიშნული თანხა საკმაოდ მიზერულია ამ პრობლემების პირისპირ.
თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა, თავის მოკრძალებულ წვლილს მაინც შეიტანს, სოფლის საკეთილდღეოდ.
ჩვენი თანადგომის ნიშნად, 1000 ლარი გადაერიცხება პატარა მოსე ხაჭვანს, რომელმაც წელს მშობელი მამა დაკარგა და თავის ოჯახთან ერთად, პირისპირ აღმოჩნდა, იმ ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე, რომელიც ასე მრავლადაა ჩვენს წინაშე თავმოყრილი.
ხოლო დარჩენილი თანხის, მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია, უახლოეს მომავალში განთავსდება, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.