„ჩვენთან კადრების დეფიციტი ძირითადად დამხმარე პერსონალის მიმართულებით იქმნება, თუმცა 2-3 კვირაში აღნიშნულ პრობლემას ვაგვარებთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სილამაზის სალონების ქსელი PODIUM-ის ხელმძღვანელმა ნელი ავოლოვმა უთხრა. მისი თქმით სალონში მიმართვიანობა მაღალია, მათ შორის მცირე რაოდენობით არიან რუსი და უკრაინელი მიგრანტებიც, თუმცა მიგრანტების შემოსვლას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
რაც შეეხება ფასებს, როგორც ნელი ავოლოვი განმარტავს, ძირითად მომსახურებებზე ფასი არ გაზრდილა. თუმცა პანდემიის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე მომსახურებაზე მოუწიათ ფასის დაახლოებით 15%-ით მომატება.
„ჩვენ პანდემიის პერიოდში მომსახურებაზე ფასი არ გაგვიზრდია, ბევრმა სალონმა ძალიან გააძვირა მომსახურება, რადგან სახარჯი მასალები ძალიან იყო გაძვირებული, ჩვენ ფასების დაჭერა მაქსიმალურად ვეცადეთ, შემდეგ წელიწად-ნახევარში რაღაც მომსახურებებზე ფასები 15%-ით გავზარდეთ“ - აღნიშნა ნელი ავოლოვმა.