„კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემაა, აღნიშნულის წინაშე ჩვენც დავდექით, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასები 30%-ით მოგვემატებინა და პრობლემა გადავჭერით“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მაღაზიათა ქსელ „ვერობრენდის“ მმართველმა პარტნიორმა დუდუ ბროძელმა უთხრა. მისი თქმით „ევრობრენდი“ ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, ემატება ახალი ფილიალები და ბრენდები.
„15 მაისს რუსთავში ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება, ასევე მიმდინარე წელს კიდევ ორი ფილიალი დაგვემატება, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთ-ერთი ალბათ გორში იქნება. საქართველოში ამ ეტაპზე 9 ფილიალით ვართ წარმოდგენილი.
რაც შეეხება საქართველოში აუთლეტ ბაზარს საკმაოდ მზარდი ბაზარია და მომხმარებელშიც ამ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში პირველი აუთლეტ მაღაზია ვართ, მომხმარებელს ბრენდების მრავალფეროვნებას ვთავაზობთ და ამით ვინარჩუნებთ თავს ბაზარზე“, - აღნიშნა დუდუ ბროძელმა.