• 2025 წელს სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით ჯიპიაის მოზიდულმა პრემიამ  4.7 მილიონ ლარს მიაღწია


თბილისი, აპრილი 2026 . “ჯიპიაი ჰოლდინგი”  სამოგზაურო დაზღვევის ბაზრის ლიდერია.  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის  მონაცემებით,  კომპანიამ სადაზღვევო ბაზრის 30% დაიკავა, ხოლო სამოგზაურო დაზღვევაში მოზიდულმა პრემიამ 4.7 მილიონ ლარს მიაღწია.


სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა  მარტივი და ხელმისაწვდომი გადაწყვეტა


კომპანიის ლიდერობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.  მათ შორის ერთ ერთი მთავარია საქართველოში შემომსვლელი ტურისტების  სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა ამ მიმართულებით წამყვანი პოზიციების დაკავებაა. კომპანიამ სრულყოფილად  განვითარებული ციფრული პროცესების და პლატფორმების დახმარებით მომხმარებლებს ამ პოლისი შეძენის ყველაზე მარტივი და მოხერხებული სისტემები შესთავაზა.

სწრაფად მზარდ ტურისტულ ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროცესის მაქსიმალურ გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაზე. ასევე თავად პროდუქტის ლიმიტები, პარტნიორი კლინიკები და მომსახურების პროცესი კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

შეიქმნა სრულად ციფრული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პოლისის შეძენა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან  :  როგორც თავად მომხმარებლის მიერ ონლაინ, ისე პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და ჰოსფითალითი სექტორის წარმომადგენლების მეშვეობით, პირდაპირ ჯავშნის პროცესში.
დღეს უკვე ათასობით საერთაშორისო ტურისტი სარგებლობს აღნიშნული სერვისით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროდუქტის მასშტაბსა და ბაზარზე მის მიმართ ნდობას. ჯიპიაი ამ პროდუქტის გაყიდვების ჭრილშიც პირველ ადგილს იკავებს ბაზარზე.


პარტნიორობა ტურიზმის სექტორთან


ციფრული არხების პარალელურად, GPI Holding-მა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ფართო პარტნიორული ქსელი ტურისტულ ინდუსტრიაში. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით მოქმედ მრავალ ტურისტულ სააგენტოსთან, ტუროპერატორთან და პარტნიორ ორგანიზაციასთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთან მრავალარხიან და ეფექტიან კომუნიკაციას.
კომპანიის ჩართულობა ტურიზმის სექტორში სცდება მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებას. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად თანამშრომლობს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობს შემომყვანი ტურიზმის განვითარებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სადაზღვევო დაცვის უზრუნველყოფას საქართველოში ყოფნის განმავლობაში.

***

ჯიპიაი ჰოლდინგი  25 წელია წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა  საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს და ემსახურება ასიათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს ქვეყნის მასშტაბით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი” 2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.