ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრემიერის თქმით,  ეს გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება.

„ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არშეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.