ლეგენდარულმა ბრიტანულმა ავტომობილების ბრენდმა Jaguar-მა წარმოების სრულ გარდაქმნამდე რებრენდინგი განახორციელა.

Jaguar-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქებში (უორიქშირი, კოვენტრი, სოლიჰალი და კასლ ბრომვიჩი) ათობით ქარხანას ფლობს ელექტრომობილებზე გადასვლის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო.

კომპანია 2026 წელს სამი ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. სრული რებრენდინგის მოსამზადებლად Jaguar-მა ახალი ავტომობილების გაყიდვა ერთი წლის წინ შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ეს გადაწყვეტილება განზრახული ნაბიჯი იყო, რათა აშკარა ზღვარი გაევლო ძველ მოდელებსა და ბრენდის ახალ ხედვას შორის.

ცნობისთვის,  Jaguar ინდურ ჰოლდინგს Tata Motors-ს შეუერთდება, რომელმაც ბრიტანული ბრენდი (Land Rover-თან ერთად) 2008 წელს Ford Motor Company-სგან შეიძინა. 2013 წელს ახალმა მფლობელმა დააარსა გაერთიანებული კომპანია JLR, რომელიც Jaguar-სა და Land Rover-ს მოიცავს.