ივლისი და აგვისტო მთლიანად დაჯავშნილია, თუმცა, ზოგადად, ბახმაროში შარშანდელთან შედარებით აქტივობა ოდნავ დაბალია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბახმაროში მდებარე სასტუმრო „პანორამა ბახმაროს“ მეპატრონემ და დირექტორმა გიორგი კეჭაყმაძემ უთხრა. მისი თქმით, მის სასტუმროში ფასი არ გაუზრდია და ნომრის ღირებულება დღიურად შარშანდელივით 200 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს.

„ახლაც მყავს სტუმრები, ივლისი და აგვისტო თითქმის სრულად დაჯავშნილია. ზოგადად,  ბახმაროში შარშანდელთან შედარებით მომხმარებელთა აქტივობა დაკლებულია და 60%-ს შეადგენს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ აგვისტო დატვირთული იქნება.

რაც შეეხება დამსვენებელს, ზაფხულში ბახმაროში ძირითადად ქართველი დამსვენებლები ამოდიან და 10 დღით ან 2 კვირით რჩებიან, თუმცა, გვყავდა უცხოელი დამსვენებლებიც - ჩინეთიდან, გერმანიიდან, ტაილანდიდან და  არაბეთიდან“, - აღნიშნა გიორგი კეჭაყმაძემ.

„პანორამა ბახმარო“  2022 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს, 29 ნომერი აქვს. როგორც გიორგი კეჭაყმაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, სამომავლოდ კომპლექსის გაფართოებას და სერვისების დამატებას გეგმავს.

გიორგი კეჭამაძემ „კომერსანტთან“ სექტორში არსებულ ერთ-ერთ პრობლემაზე - კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კადრების დეფიციტის ძირითადი მიზეზი ანაზღაურების სიმცირეა.

„სექტორში კადრების პრობლემა ნამდვილად არის. ახლა, მაგალითად, მზარეული ქუთაისიდან გვყავს ჩამოყვანილი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები არიან, ზოგადად. კადრების დეფიციტს დაბალი ხელფასები იწვევს“ - აღნიშნა გიორგი კეჭაყმაძემ.