რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში მისი, როგორც დამსაქმებლისა და თანამშრომლების ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დასაქმებულებს ყველა პირობას სთავაზობს.

შოთა ბურჯანაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალი რესტორანი „ნამდვილი“ გახსნა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე რესტორანში ბევრი ვაკანსიაა.

„მე საჯაროდ, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ის პირობები, რომელიც ჩემს თანამშრომლებს აქვთ, არცერთ სხვა ობიექტზე არ შეიძლება იყოს, პროფესიონალ ადამიანებს ვთავაზობ ყველა იმ პირობას, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი კრედო როგორც დამსაქმებლის არის რომ ჩემმა თანამშრომელმა თავი იგრძნოს ბედნიერად. ისინი იყვნენ სამსახურზე შეყვარებულები და არ აკეთენდნენ ძალდატანებით. ამჟამად ძალიან ბევრი ვაკანსია გვაქვს. მზარდი იქნება როგორც სტუმარი, ისე თანამშრომლები,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.