„მთის კურორტებმა იმ შემოსავლის რაც მთელ  სეზონზე უნდაა მიგვეღო 1/3 მივიღეთ და ვიმუშავეთ მხოლოდ 18 დღე“ -  ამის შესახებ „კომერსანტს“  მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის  თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ უთხრა. მისი თქმით, უამინდობის გამო მთელი სეზონი გაფუჭდა და მარტშიც სულ თბილი ამინდები და წვიმებია. შესაბამისად კურორტებმა ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე მსგავს გამოწვევას გაუმკლავდეს.

 

„იანვარში თუ უნდა მიგვეღო 100 000 ტურისტი, მივიღეთ 10 000 ტურისტი, ტურისტების ჭარბი რაოდენობა იყო, მხოლოდ მაშინ, როდესაც ათ თებერვლის თოვლი მოვიდა და გადაივსო გუდაური, მაშინ როდესაც დატვირთულობა 120 დღიდან მინიმუმ უნდა იყოს 70 დღე,  ჩვენ გვქონდა 18 დღე.

 

საერთოდ მთის კურორტები იხსნება 10-15 დეკემბერს, როდესაც  ბუნებრივი პირობები გვიწყობს ხელს და გრძელდება 27 აპრილამდე , აქედან  ყველაზე  შემოსავლიანი პერიოდი არის 15  დეკემბრიდან 20 იანვრამდე,  შემდეგ 10 დღე  არის ე.წ. low season  და შემდეგ პირველი თებერვლიდან 10 მარტამდე არის აქტიური პერიოდი და  შემდეგ  ისევ low season  ანუ  დაბალშემოსავლიანი  სეზონი.

 

 მთის კურორტები  აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა  იმ გამოწვევას, რაც  არის  უთოვლობა , ხელოვნური თოვლით გაათოვლიანეს ერთი  ტრასა  გუდაურში, რომელიც  გახსნეს 14  იანვარს, როდესაც უკვე თითქმის გაუქმებული იყო ყველა  ჯავშანი“ -  აღნიშნა მირანდა ესაკიამ.

 

თაკო კვაჭანტირაძე