“hei” რომპეტროლისგან მნიშვნელოვან თარიღს ითვლის. ბრენდი 2005 წელს, რუმინეთში შეიქმნა და შემდეგ გავრცელდა ბულგარეთში, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოში. “hei”-ის მიზანი მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნა და მათზე მორგებაა - დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე ასეა. სწორედ მუდმივმა განვითარებამ მოიყვანა ის აქამდე - დღეს უკვე ბრენდი 230-მდე გაყიდვის პუნქტს ფლობს.

“hei” გაფართოვდა და ობიექტები დაემატა რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენთან ის მიმდინარე წლის თებერვლიდან პოზიციონირებს. “hei” წინსვლას კვლავ განაგრძობს და მომხმარებლებს მეტ და მეტ კომფორტს სთავაზობს. სამომავლოდ ბევრ კარგ ამბავსაც გვპირდება, ერთ-ერთი კი ის არის, რომ 2029 წლის ბოლომდე კიდევ 30 მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი საქართველოში.

წინსვლა ეტაპობრივად ხდებოდა. 2007 წლისთვის, რუმინეთის მასშტაბით, “hei” უკვე 70 ავტოგასამართ სადგურზე ფუნქციონირებდა. 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო ბრენდის განვითარების ისტორიაში. ამ პერიოდში რომპეტროლმა რებრენდინგი დაიწყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზუალური ცნობადობის განახლებაზე - ახალი არქიტექტურის მეშვეობით გარემოს გათანამედროვებაზე. ასევე, ბენზინგასამართ სადგურის შიდა სივრცის რეორგანიზაციაზე. ცვლილებები მუდმივად გრძელდებოდა და 2019 წლის ბოლოს კომპანიამ შეიმუშავა რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურების ახალი კონცეფცია, რომელიც განხორციელდა 2020 წელს. ის მოიცავდა გარე დიზაინის თანამედროვეობასთან შესაბამისობას. ასევე, შეიცვალა გასტრონომიული ზონების სტრუქტურა და ფუნქციები. 2023 წელს,რომპეტროლმა რუმინეთში პირველად წარადგინა ახალი კონცეფცია, პირველად რუმინულ ბაზარზე რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე 12 სერვის ცენტრი გაიხსნა A1 გზატკეცილზე, Nadlac-Sibiu-ს მონაკვეთზე, რომელიც ითვალისწინებდა ავტობანებზე მომსახურების ზონების, საწვავის/AdBlue მიმართულების, ელექტრო ავტომობილის სწრაფი დამუხტვის სადგურების, პარკირებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ასევე, შიდა სივრცეების გაფართოებას, რომლებიც სამჯერ აღემატება რომპეტროლის სხვა ბენზინგასამართი სადგურების საშუალო ფართობს.

"hei" ბრენდის ისტორია ასახავს რომპეტროლში მომუშავე სპეციალისტების მისწრაფებებსა და ერთგულებას მათი საქმიანობის მიმართ, სურვილს შექმნან და შესთავაზონ მომხმარებელს ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოს უნიკალური გემოს მქონე კერძები, რომლებიც მომზადებულია სერტიფიცირებული და ცნობადი ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით, ადგილზე მომზადებული ახალი პროდუქტებითა და ყავის ბაზაზე დამზადებული სასმელების ფართო ასორტიმენტით. 20 წლის იუბილის აღნიშვნის პარალელურად, ჩვენ გპირდებით, რომ გავაგრძელებთ "hei" ბრენდის განვითარებას და გავაოცებთ ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციებით, როგორც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ქსელის გაფართოებით, ასევე შემოთავაზებული პროდუქტების ასორტიმენტისა და სერვისების გაზრდით“, - განაცხადა ვლად რუსნაკმა, KMG International-ის მარკეტინგისა და საცალო გაყიდვების დირექტორმა.

“hei”-ის ბრენდის ქვეშ რამდენიმე ხაზი ერთიანდება : "hei coffee & gourmet", "hei & go" და "hei & coffee". თითოეული მათგანი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა ერთ მთლიანობად იკვრება. უფრო ზუსტად, "hei coffee & gourmet" სარესტორნო ტიპის მომსახურებას გაგიწევთ, "hei & go" სამომხმარებლო პროდუქციით დაგეხმარებათ, ხოლო მესამე - "hei & coffee" უგემრიელესი ყავით, საკონდიტრო ნაწარმითა და სენდვიჩებით მოგამარაგებთ.

„რომპეტროლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და რომელიც რომპეტროლს ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საწვავით ამარაგებს.

“hei” რომპეტროლისგან კვლავ განაგრძობს სიახლეებისკენ სწრაფვას და მომავალში კიდევ ბევრ სასიამოვნო ამბავს გპირდებათ. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ, როგორ უნდა გახადოთ თქვენი გზა უნიკალური - ეწვიეთ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებს და ისიამოვნეთ “hei”-ს გემრიელი შეთავაზებებით.