სუპერმარკეტების წამყვანი ქსელი „გუდვილი“ ამჯერად მომხმარებელს ოქროყანაში, რიგით მე-12 ფილიალით უმასპინძლებს. ახალი ლოკაცია სრულად ასახავს ბრენდის განახლებულ კონცეფციასა და თანამედროვე სტანდარტებს.
ახალი სივრცე ოქროყანაში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.
ახალ ფილიალში მომხმარებლებს დახვდებათ:
- თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული სავაჭრო სივრცე;
- პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია;
- უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო და კაფეტერია;
- ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული, ლაბორატორიულად შემოწმებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

სივრცის ინტერიერი გამორჩეული დიზაინერული გადაწყვეტებითაა მოწყობილი, რაც შოპინგის პროცესს კიდევ
უფრო სასიამოვნოს ხდის. ფილიალში წარმოდგენილია თანამედროვე კაფე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ „გუდვილის“ საფირმო კერძებითა და არომატული ყავით განტვირთვა.
ასევე აღსანიშნავია „გუდვილის“ საცხობი და საკონდიტრო მიმართულება: ფილიალში წარმოდგენილია ტრადიციული რეცეპტებითა და ნატურალური ინგრედიენტებით გამომცხვარი არტიზანული პურების, ნაზი ფუნთუშეულისა და დახვეწილი დესერტების მდიდარი ასორტიმენტი.
