გრანთ თორნთონ საქართველო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს პროექტს - “შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებელების ცნობიერების ასამაღლებლად“, რომელიც განხორციელდება ქვემო ქართლის,სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გრანთ თორნთონის გამოცდილი ექსპერტები აქტივობებს დაიწყებენ რუსთავიდან, სადაც 21-22 ოქტომბერს ჩატარდება: ღია კარის დღე და ტრენინგი, რომლებიც განკუთვნილია დამსაქმებლებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპებისთვის, ქალებისთვის ბიზნესში. ტრენინგი გაიმართება „პროფესიო“-ს სივრცეში (ნიკო ლომოურის ქუჩა). როგორც ღია კარის დღეზე, ისე ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა, მსურველებმა საჭიროა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/4eWzgu5.

პროექტის მიზანია დამსაქმებლების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, სტარტაპების, ქალებისა და ახალგაზრდების/სტუდენტების ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობის შესახებ.

შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა ეფუძნება შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს,  მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებს და, რაც ყველაზე მთავარია, სრულად პასუხობს ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს განვითარების მხარდასაჭერად, გრანთ თორნთონი დაეხმარება ადგილობრივ დამსაქმებლებს უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნაში. ეს ინიციატივა განაპირობებს ბიზნესის არა მხოლოდ შესაბამისობას საკანონმდებლო სტანდარტებთან, არამედ ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო პირობების არსებობას.

პროექტი ხორციელდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტი „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად, II ფაზა“- მხარდაჭერით.

„დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის მიერ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან გაფორმებული ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100%, 2 მილიონი აშშ დოლარი, ფინანსდება ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”.