კორპორაცია „გაზპრომმა“ მუშაობის 25 წლის განმავლობაში პირველი ზარალი აჩვენა. კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ყველაზე წამგებიანი ორგანიზაციების რეიტინგში 2023 წლის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგენილია ჟურნალ Forbes-ის მიერ.
როგორც გამოცემამ გამოითვალა, 2023 წლის ფინანსური თუ სააღრიცხვო ანგარიშგების საფუძველზე, კორპორაციის წმინდა ზარალმა გასული წლის განმავლობაში შეადგინა 583,1 მილიარდი რუბლი. უფრო მეტიც, ეს კომპანიის პირველი ზარალია 25 წლის მუშაობის განმავლობაში.
რეიტინგის კომენტარში ნათქვამია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, „გაზპრომის“ აქციების ღირებულება მოსკოვის ბირჟაზე 6%-ით, 154 რუბლამდე შემცირდა.
ცნობისთვის, ერთი წლით ადრე „გაზპრომი“ გახდა ყველაზე მომგებიანი კომპანია, კორპორაციამ 2022 წელი 1,3 ტრილიონი რუბლის წმინდა მოგებით დახურა.