„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს.

მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (6 ივლისიდან - 19 ივლისის ჩათვლით) Wolt-ის აპლიკაციაში, „კარფურის“ გამოძახებისას საქართველოს ბანკის PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის პროდუქციას შეიძენს, მიიღებს შანსს მოიგოს სასტუმრო „პარაგრაფის“ 2 დღიანი საგზური, 2 პერსონაზე (დილის საუზმით).

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდება ის სამი გამარჯვებული, რომლებმაც საქართველოს ბანკის PLUS ბარათით ყველაზე მეტი (მინიმუმ 50 ლარის) შეკვეთა განახორციელეს „კარფურიდან“, Wolt-ის აპლიკაციის გამოყენებით.

„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და  მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით,  თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და  შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.