თანამედროვე ეპოქაში ადამიანები უფრო მეტ სტრესსა და დაძაბულობას განიცდიან, რის გამოც ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად აქტუალური და საჭირო ხდება. 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მრავალფეროვანი პროცედურებით უმკლავდებიან. ქობულეთში მდებარე სასტუმრო ,,ჯორჯია პალასი'' სწორედ ის ადგილია, სადაც გატარებული ერთი საათიც კი დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. სასტუმრო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მომსახურებას და მრავალფეროვან პროცედურებს გთავაზობთ.
ცენტრში თქვენ ექსკლუზიურ და ფართო სპექტრის მომსახურებას მიიღებთ, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება და თქვენ ჯანმრთელობასა და სილამაზეს უზრუნველჰყოფს. განტვირთვასა და რეკრეაციაში ულამაზესი დეკორი და მშვიდი ატმოსფერო დაგეხმარებათ.
სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი რამდენიმე სერვისს გთავაზობთ: სხეულის თერაპია – სარელაქსაციო და სამკურნალო მასაჟები, გამაჯანსაღებელი პაკეტები ინდური აიურვედა პანჩაკარმა მედიცინა – 5000 წლოვანი ისტორიით, რომელიც მხოლოდ მცენარეული ხაზით მკურნალობს.
,ჯორჯია პალასი’’ სწორედ ის სასტუმრო კომპლექსია, სადაც ექსკლუზიურად ფუნქციონირებს პირველი ინდური პანჩაკარმა სამკურნალო ცენტრი, რომელიც აერთიანებს როგორც სამკურნალო, აგრეთვე სარელაქსაციო მასაჟების ციკლს, რაც ადამიანის სულისა და სხეულის განწმენდასა და სიმშვიდეზეა მორგებული. აღსანიშნავია რომ ჯორჯია პალასის სპა ცენტრში მასაჟების ციკლს თავად ინდოელები ატარებენ, რაც ხარისხს მეტად ზრდის და ეფექტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა.
სპა ცენტრი გთავაზობთ კოსმეტოლოგიის კაბინეტს, სადაც სახის კანის გასაუმჯობესებლად, სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო მიზნით წამყვანი ბრენდული პროდუქტები გამოიყენება. გარდა კოსმეტოლოგიური და სარელაქსაციო თერაპიისა სპა ცენტრი გთავაზობთ ისეთ სამკურნალო პროცედურებს, როგორიცაა: კოლონოთერაპია, ინფრა წითელი საუნა.
კოლონოთერაპია - დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე, სასარგებლოა წონის კორექციისთვის, აგვარებს სახის კანის პრობლემებს, წმენდს ნაწლავურ ფლორას ტოქსინებისგან და შლაკებისგან, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
ინფრა წითელი საუნა - დადებითად აისახება ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: წონის კორექცია, შემსუბუქებული ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა, ლამაზი კანი, ბუნებრივი მზის სხივები სხეულზე ყოველგვარი დამაზიანებელი გამოსხივების გარეშე.
სასტუმრო ჯორჯია პალასის სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ იოგას. იოგა - ეს არის სიმშვიდისა და რეგულარული ვარჯიშის ერთობლიობა, სტრესის შემსუბუქება, სიმტკიცე და კუნთების გაძლიერება, ყურადღების გამახვილება ვარჯიშზე და შედეგების მარტივად წარმოსახვა.
სასტუმრო ,,ჯორჯია პალასის’’ სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი ეს ადგილია, სადაც ფიზიკური და სულიერი სიმშვიდე ჰარმონიულ თანხვედრაშია.