საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისადა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ქმნისგანათლების შესაძლებლობებს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,საქართველოს ბანკი 2023 წლიდან ქვეყნის წამყვანუნივერსიტეტებთან პარტნიორობით, სასტიპენდიოპროგრამას ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებისსტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ კონკურსშიმიიღონ მონაწილეობა და მოიპოვონ სწავლის სრული ანნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამას საქართველოსსხვადასხვა კუთხიდან უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატიჰყავს.
2025 წლის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი ლოჩოშვილია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ფსიქოლოგიამდემედიცინას სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომსრულიად სხვა სფერო აინტერესებდა:
„სამედიცინო მიმართულებაზე სწავლისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება, კვლევა და მეცნიერულიდისკურსის ცვლილება უფრო მიზიდავდა, ვიდრეკლინიკური პროცედურების ზუსტადდამახსოვრება. ფსიქოლოგია ერთმანეთისგანარსებითად განსხვავებულ მეთოდოლოგიებსა დახედვებს აერთიანებს. ეს ჩემთვის გამორჩეულიდისციპლინა გახდა, რომელმაც გამიჩინა სურვილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სფეროში,სიამაყით მემუშავა”.
ლიზიმ სტიპენდია პირველივე ცდაზე მოიპოვა, გასაუბრებაზე გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე, ინტერესებზე და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა:
„სტიპენდია, რა თქმა უნდა, სტუდენტისთვისფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამჩემთვის პირადად ამ სტიპენდიის მოპოვება სხვაკუთხით იყო მნიშვნელოვანი. გამიჩნდა განცდა, რომ საყვარელი სფეროს შესწავლის პირველივეეტაპზე შეიძლება შემამჩნიონ, რომ გზა, რომელიცავირჩიე და რომელიც საკმაოდ რთულია, მხოლოდჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი და რომ ის არდაფასდება მხოლოდ მაშინ, როცა მეცნიერულსივრცეში ვიტყვი ჩემს სიტყვას”.
სამომავლოდ ლიზის სურვილი აქვს, რომ აიმაღლოსკვალიფიკაცია და იზრუნოს საქართველოში დისციპლინისგანვითარებაზე:
„მინდა, რაც შეიძლება ბევრ კვლევით დაპრაქტიკულ საქმიანობაში ჩავერთო. შემდეგიეტაპია ევროპის რომელიმე უნივერსიტეტშისამაგისტრო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. იქ უფრო სიღრმისეულად ვისწავლი ყველა იმმექანიზმს, რომელიც მაინტერესებს. დოქტორანტურისთვის განვიხილავ ამერიკას, სადაც ფსიქოლოგიური კვლევის კულტურაგანსაკუთრებით განვითარებულია. საბოლოოდ, კივგეგმავ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოჩემი ქვეყნის წინსვლისთვის, სადაც ფსიქიკურიჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ განიხილებასისტემურ პრიორიტეტად “.
ლიზიმ გეგმებთან ერთად, რჩევებიც გაგვიზიარამომავალი კონკურსანტებისთვის:
„არ იფიქროთ იმაზე, როგორი უნდა იყოთ, რომაგირჩიონ. ჩემი დაკვირვებით, ეს პროექტი არ ეძებსსრულყოფილებას სტუდენტებში, არამედ ეძებსრეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობით და მიზნებით”.
საქართველოს ბანკი განაგრძობს საინტერესო, მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდების აღმოჩენასადა მხარდაჭერას. თუ თქვენც ეძებთ უკეთესიგანათლების, განვითარების გზას, გადადით ბმულზე დაგაეცანით მრავალფეროვან საგანმანათლებლოშესაძლებლობებს.
განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.