„ეს გადაწყვეტილება ფერმერებისთვის გადარჩენაა“-  ასე გამოეხმაურა საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გულისხმობს. მისი  თქმით ამ შემთხვევაში მოგებაზე საუბარი არ არის და  საუბარია თვითღირებულებაზე.

„ეს გადაწყვეტილება არის სასურსათო ხორბლისთვის და  ფერმერებისთვის გადარჩენა, აქ მოგებაზე არ არის  საუბარი,  ვითვალისწინებთ ქვეყნის მდგომარეობას, ვითვალისწინებთ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას და ამ ეტაპზე ეს  გადაწყვეტილება მისაღებია. თუმცა საფურაჟე ნაწილში პრობლემა კვლავ რჩება, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება. დღევანდელი გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას, რომ ხორბალი გავყიდოთ. ძალიან კარგი ნაბიჯია და ეს არის ფერმერებისთვის გადარჩენა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ