„ერთი „მარშუტკით“ მივიტანეთ საბუთები, 21-ე საუკუნეში ასე არ შეიძლება... ახალგაზრდა ადამიანებმა ეროვნულ ბანკში ვერ დაინახეს, რომ ჩვენ შევძლებთ ბიზნესის კეთებას. ვერ დაგვარწმუნეთო,“- ამის შესახებ „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა „წერტილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ცნობისთვის, ლაშა პაპაშვილი უკრაინულ კრიპტო ბირჟა WhiteBit-თან ერთად ახალი ციფრული ბანკის დაფუძნებას გეგმავს. მისი განმარტებით, ის ბანკის 50%-იანი აქციონერი იქნება, WhiteBit-ი კი შესაბამისად ბანკის, ასევე 50%-იანი პარტნიორი იქნება. პაპაშვილის თქმით, სებ-ში გამართულ შეხვედრაზე მან ისიც კი განაცხადა, რომ ლიცენზიის მისაღებად მზადაა ბიზნესმენთა ხელმოწერებიც კი შეაგროვოს.
პაპაშვილი ბიუროკრატიის მხრივ სებ-ში არსებულ მდგომარეობას „გაუსაძლისს“ უწოდებს და მის დროებით მმართველს, ნათია თურნავას უფრო მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მისი თქმით, დღევანდელი საბანკო სექტორი ახალ კონკურენციას საჭიროებს, რადგანაც ბაზარი „მოდუნებულია“.
- ახლა, ეროვნულ ბანკში გაუსაძლისი მდგომარეობაა, მე როგორც ვიცი. იმედია, მალე შევალ საბანკო სექტორში და თავადაც დავრწმუნდები ამაში. ზედმეტი რეგულაციებია, ზედმეტი ქაღალდომანიაა. ჩვენ მაგალითად, ერთი „მარშუტკით“ მივიტანეთ საბუთები და 21-ე საუკუნეში ეს არ შეიძლება. მე რა შესწავლა მინდა? ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლები ვიღაც ბავშვებმა უნდა შეამოწმოს. 35 წელია მიცნობთ, ვინც ვარ. ჩემი გამოცდილება იცით, თუნდაც საბანკო სექტორში. ვინ უნდა შემასწავლოს ახლა, როგორ უნდა დავიცვათ მოქალაქეთა დეპოზიტები.
ვრცლად bm.ge
ერთი „მარშუტკით“ მივიტანეთ საბუთები, სებ-ში ვერ დაინახეს, რომ ბიზნესის კეთებას შევძლებთ - ლაშა პაპაშვილი
რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული - ირაკლკი კობახიძე თელავის სტიქიაზე
ქვეყანა იმართება ეფექტიანად - ირაკლი კობახიძე
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება დაამტკიცა
ალიევმა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის თავისუფალი ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები - „ჰააგის დეკლარაცია“